დინამო ბათუმმა პორტუგალიელი მეკარე დაიმატა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"დინამო ბათუმს" პორტუგალიელი მეკარე რიკარდო სილვა შეუერთდა. 25 წლის ფეხბურთელი ქართულ გუნდში პორტუგალიური "ტონდელადან" გადავიდა. მეკარე მთელი თავისი კარიერის განმავლობაში პორტუგალიაში თამაშობდა, ის "პორტუს" აღზრდილია, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში არასდროს უთამაშია, ის ასევე ირიცხებოდა "სანტა კლარას" და "მორეირენსეს" რიგებში.
შეგახსენებთ, „დინამო“ ბათუმი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ბათუმური გუნდი პირველ მატჩს 10 ივლისს სტუმრად ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცთან" გამართავს.