Belive

ტიმო ვერნერი იჯარით ლონდონის ტოტენჰემში ითამაშებს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტიმო ვერნერი "ლაიფციგიდან" 6 თვიანი იჯარით "ტოტენჰემში" ითამაშებს. გერმანელი ფეხბურთელი ლონდონურ გუნდს გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა, ის 16 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

27 წლის ფორვარდმა კარიერა "ლაიფციგში" 2016/17 წლების სეზონში დაიწყო, ეს გერმანული გუნდისთვის ბუნდესლიგის პირველ დივიზიონში სადებიუტო სეზონი იყო და მე-2 ადგილზე გავიდა, რითაც ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, ტიმო ვერნერმა ამ სეზონში 21 გოლის გატანა მოახერხა. თავდაპირველად გერმანელმა ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერა "შტუტგარტის" აკადემიაში დაიწყო, ჯერ ახალგაზრდულში, შემდეგ კი, მთავარ გუნდში.

"ტოტენჰემი" ტიმო ვერნერისთვის მეორე ინგლისური გუნდია, 2020 წლიდან 2022 წლამდე ის ლონდონის "ჩელსის" რიგებში ირიცხებოდა, მან სულ 89 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 23 გოლი გაიტანა. გერმანელმა ფეხბურთელმა ლონდონურ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა (2020/21), უეფას სუპერ თასი (2021) და საკლუბო მსოფლიო თასი (2021) მოიგო.

სხვა სტატიები