ტიმ ჰოვარდი: "გვარდიოლამ ფეხბურთი გაანადგურა - ის ფეხბურთის მტერია"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ამერიკის ეროვნული ნაკრებისა და "ევერტონის" ლეგენდარულმა მეკარემ - ტიმ ჯოვარდმა, პეპ გვარდიოლას გუნდების შესახებ და თავად ესპანელი მწვრთნელის ტაქტიკებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პეპი "ფეხბურთის მტერია".
"პეპ გვარდიოლამ მისი ტაქტიკით, რომელიც "ტიკი-ტაკად" არის მოხსენიებული, ფეხბურთი გაანადგურა.
გვარდიოლამ ფეხბურთის ეს ახალი ტაქტიკა შემოიტანა და იმ გუნდებს მოარგო იდეალურად, რომლებშიც უმუშავია, თუმცა სხვა გუნდები და ფეხბურთელები სამწუხაროდ ვერ იგებენ იმ ფაქტს, რომ ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია.
ზუსტად ასეთი შემთხვევა იყო ამერიკის ნაკრებშიც, რასაც გრეგ ბერჰალტერის სამსახური შეეწირა. მას შემდეგ, რაც პოჩეტინომ აშშ-ს ნაკრები ჩაიბარა, პირველი რაც თქვა იყო ის, რომ ჩვენ "ტიკი-ტაკას" თამაში არ უნდა ვეცადოთ, რადგან ეს ყველას არ გამოსდის.
გვარდიოლამ რატომღაც ყველას დააჯერა, რომ ამ ტაქტიკით თამაში ყველას შეუძლია, რითაც ფეხბურთი გაანადგურა" - ტიმ ჰოვარდი
ტიმ ჰოვარდი წლების განმავლობაში ისეთ კლუბებში თამაშობდა, როგორიცაა: "მემფისი"; "მანჩესტერ იუნაიტედი"; "მეტროსტარსი"; "კოლორადო" და "ევერტონი".
ყველაზე მეტი მატჩი სწორედ მერსისაიდულ კლუბში ჩაატარა (414). ტიმ ჰოვარდი აშშ-ს ეროვნული ნაკრების კარებს 15 წლის განმავლობაში იცავდა, რა პერიოდშიც 121 მატჩი ჩაატარა.