Belive

ტიერი ანრი: "რეალთან ლაიფციგის გოლი სწორად გაუქმდა"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ლაიფციგმა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის დასაწყისში იყო მომენტი, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შეხვედრის მე-2 წუთზე გერმანულმა კლუბმა კუთხური მოაწოდა, გამოტანილი ბურთი საჯარიმოს გარეთ მყოფ ქსავერ შლაგერამდე მივიდა, შლაგერის დარტყმის შემდეგ ბურთს თავით მიმართულება ლაიფციგის ფორვარდმა, ბენიამინ შეშკომ შეუცვალა და გოლი დაუცველ კარში გაიტანა. ხაზის მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა მაშინვე დააფიქსირა, მთავარმა არბიტრმა კი VAR-ის გადამოწმების შემდეგ თამაშგარე დაადასტურა და გოლი გაუქმებულად ჩათვალა.

საქმე ისაა, რომ თამაშგარე მდგომარეობაში მასპინძელთა ნახევარმცველი ბენჟამინ ჰენრიქსი იმყოფებოდა, რომელიც რეალის მეკარის, ლუნინის უკან იდგა და როგორც გამეორებიდან გამოჩნდა, მეკარეს ხელიც უბიძგა.

მატჩის დროს მეგონა, რომ ეს აშკარა გოლი იყო, მაგრამ შემდეგ გადავხედე და მივხვდი, რომ ეს ასე არ იყო. მოთამაშეებს ყოველთვის ეუბნებიან: არ მიიღოთ მონაწილეობა ეპიზოდში, თუ თამაშგარე ხართ. ჰენრიქსი შეეჯახა ლუნინს, თუნდაც ეს მხოლოდ მცირე ბიძგი ყოფილიყო, მსაჯს უფლება ჰქონდა გოლი გაეუქმებინა.

არ მჯერა, რომ ლუნინი ამ ბიძგის გარეშეც რამეს გახდებოდა, მაგრამ წესი ასეთია. თუ თამაშგარე ხართ და არ გსურთ ეპიზოდში მონაწილეობა, ასწიეთ ხელები ან არ იმოძრავოთ. ჰენრიქს ეს რომ გაეკეთებინა, ვფიქრობ გოლი ჩასათვლელი იქნებოდა. - განაცხადა ტიერი ანრიმ

რეალმა თამაში ბრაჰიმ დიასის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოიგო, ესპანელმა ფეხბურთელმა რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა, წესების დარღვევის მიუხედავად არ წაქცეულა და შორეულ კუთხეში აუღებლად დაარტყა. განმეორებით შეხვედრაში, რეალი ბერნაბეუზე 7 მარტს ითამაშებს.

სხვა სტატიები