ESPN-მა 21-ე საუკუნის 25 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ESPN-ის ვერსიით 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია:
მთავარი ტიტულები - ლა ლიგა (10-ჯერ), კოპა დელ რეი (7-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა (4-ჯერ), ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი (6-ჯერ), მსოფლიო ჩემპიონატი, კოპა ამერიკა (2-ჯერ), 8 ოქროს ბურთი, არგენტინის ნაკრებისა და ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.
მესის მიერ 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, ალბათ, ფეხბურთში ყველა დროის ყველაზე ,,ჰოლივუდური დასასრული'' იყო. 2014 წელს ფინალში მარცხის შემდეგ, ჩანდა, რომ ეს მომენტი მის კარიერაში აღარ დადგებოდა, თუმცა 34 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2 გოლი გაიტანა და არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
,,მე ვნახე ბრაზილიელები და ადამიანები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მესის ქომაგობდნენ. ეს შესაფერისი ფინალია გენიოსისთვის, რომელმაც ეპოქა შექმნა.” - თქვა ლეოზე ბრაზილიელმა რონალდომ. - წერს გამოცემა
ESPN-ის ვერსიით საუკეთესოთა შორის მეორე ადგილს კრიშტიანუ რონალდუ იკავებს, მესამეზე კი ტიერი ანრია. ხუთეულში, ასევე, ზინედინ ზიდანი და ლუკა მოდრიჩი მოხვდნენ.
21-ე საუკუნის 25 საუკეთესო ფეხბურთელი ESPN-ის ვერსიით:
ლეო მესი
კრიშტიანუ რონალდუ
ტიერი ანრი
ზინედინ ზიდანი
ლუკა მოდრიჩი
კილიან მბაპე
ანდრეს ინიესტა
ხავი
რონალდო
რონალდინიო
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
კევინ დე ბრუინე
ტონი კროოსი
სერხიო რამოსი
კარლეს პუიოლი
ქარიმ ბენზემა
სერხიო ბუსკეტსი
რობერტ ლევანდოვსკი
კაკა
ნეიმარი
ანდრეა პირლო
უეინ რუნი
პატრიკ ვიეირა
ლუის სუარესი
ჯანლუიჯი ბუფონი