Belive

ტიბო კურტუამ კეილორ ნავასის რეკორდი გააუმჯობესა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიელი კიპერისთვის სეზონი არცთუ სახარბიელოდ დაიწყო. იყო საუბრები მისი გუნდიდან წასვლის შესახებ , მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა და ახლა უკვე კურტუა რეკორდის დამყარებას ახერხებს. მადრიდის "რეალი" ბოლო 5 შეხვედრაა კარის მშრალად შენახვას ახერხებს. რა თქმა უნდა ამაში წვლილი ტიბო კურტუასაც მიუძღვის. უკანასკნელად მან გოლი "მალიორკასთან" შეხვედრაში მე-7 წუთზე გაუშვა. ამის შემდეგ ვერცერთმა გუნდმა და ფეხბურთელმა ვერ მოახერხა ბელგიელის კარის აღება. "ატლეტიკოსა" და "ჩელსის" ყოფილი კიპერი უკვე 533 წუთია კარს მშრალად ინახავს. ეს კი  იმას ნიშნავს , რომ კურტუამ კოსტარიკელი კიპერის რეკორდი გააუმჯობესა. ნავავსს 2015/2016 წლის სეზონში 517 წუთი არ ჰქონდა გაშვებული გოლი. რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ყოველი შემდეგი წუთი გაშვებული გოლის გარეშე იქნება ახალი რეკორდი ტიბო კურტუასთვის.

სხვა სტატიები