Belive

ხორვატული ფეხბურთის წარმატება: ზედიზედ 10 სეზონი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ხორვატული ფეხბურთის პროგრესი და წარმატება უკვე არათუ თვალშისაცემი და შესამჩნევია, არამედ დგება დრო, როცა ამ ქვეყნის "საფეხბურთო ნაკრები ყველა დიდ ტურნირზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად უნდა მოვიაზროთ. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა და ბალკანელების წარმატების ამსახველია, საკლუბო ფეხბურთს შეეხება. საქმე ისაა, რომ ზედიზედ მეათე სეზონია, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში სულ მცირე 1 ხორვატი ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას. მართალია, მიმდინარე სეზონის ფინალისტი გუნდები ჯერჯერობით არ გარკვეულა, თუმცა ისე მოხდა, რომ ნახევარფინალურ ეტაპზე მყოფი იმ ორი გუნდის შემადგენლობაში, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება,  თითო ხორვატი ფეხბურთელი ირიცხება. მადრიდის "რეალის" ნახევარდაცვის ხაზს ლუკა მოდრიჩი ლიდერობს, ლონდონის "ჩელსიში" კი მატეო კოვაჩიჩი გამოდის, რომელსაც ყოფილი კლუბის წინააღმდეგ უწევს დაპირისპირება. ამრიგად, როგორც არ უნდა დასრულდეს ხსენებული წყვილის დუელი, გადამწყვეტ შეხვედრაში ხორვატიას წარმომადგენელი ნებისმიერ შემთხვევაში ეყოლება, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 9 წლის ფინალებს და იმ ხორვატ ფეხბურთელებს გადავავლოთ თვალი, რომლებმაც ფინალში ითამაშეს: 2012: ივიცა ოლიჩი, დანიელ პრანიჩი (მიუნხენის "ბაიერნი") 2013: მარიო მანჯუკიჩი (მიუნხენის "ბაიერნი") 2014: ლუკა მოდრიჩი (მადრიდის "რეალი") 2015: ივან რაკიტიჩი ("ბარსელონა") 2016: ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი (მადრიდის "რეალი") 2017: მარიო მანჯუკიჩი, მარკო პიაცა (ტურინის "იუვენტუსი"); ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი (მადრიდის "რეალი") 2018: ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი (მადრიდის "რეალი"); დეიან ლოვრენი ("ლივერპული") 2019: დეიან ლოვრენი ("ლივერპული") 2020: ივან პერიშიჩი (მიუნხენის "ბაიერნი") 2021: ლუკა მოდრიჩი (მადრიდის "რეალი")​ ან მატეო კოვაჩიჩი ("ჩელსი")

სხვა სტატიები