Belive

თურქეთში, სასტუმროს ნანგრევების ქვეშ, მთელი საფეხბურთო გუნდი მოხვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დანგრეული სასტუმროს ნანგრევებში, საფეხბურთო გუნდის - ,,მარასპორის'' წარმომადგენლები მოხვდნენ. ინფორმაციას Aspor-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მაშველებმა ჯერჯერობით კლუბის მხოლოდ ერთი წევრი გადაარჩინეს, დანარჩენები კი კვლავ ნანგრევების ქვეშ არიან. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

თურქეთში დღეს რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ათასობით ადამიანია მოყოლილი.

სხვა სტატიები