Belive

მონტელა: ,,ადანაში სასტუმროს, რომელშიც ვცხოვრობ, ხანძარი გაუჩნდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ადანა დემირსპორის'' მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა:

,,ღამით ჩამონგრეული შენობების შესახებ გვითხრეს... სასტუმროში, სადაც ადანაში ვცხოვრობ, ევაკუაცია გამოაცხადეს, რადგან ხანძარი გაჩნდა. გუნდის ყველა წევრს ჰქონდა შიში, მაგრამ, საბედნიეროდ, სახლში ყველას ყველაფერი რიგზე აქვს. ისინი საყვარელ ადამიანებთან შეხვედრას მოუთმენლად ელიან.

ახლა სტამბოლში ვართ, რადგან შემდეგი მატჩი ,,უმრანიესპორთან'' უნდა გვქონოდა, თუმცა გადაიდო. მუდმივად ვართ კონტაქტზე და სიტუაციის გარკვევას ვცდილობთ,'' - მონტელას სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი ციტირებს.

თურქეთში დღეს რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ათასობით ადამიანია მოყოლილი.

სხვა სტატიები