Belive

მოურინიო: ,,არ მგონია, რომ ესპანეთი ისეთივე ძლიერი ნაკრებია, როგორიც იტალია''

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
,,რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, იტალიის ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა:
,,ქვეყანა ეროვნულ ნაკრებთან ძალიანაა დაკავშირებული. ახლა რომში კარანტინში ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ აქ გუნდით ყველანი აღფრთოვანებულები არიან. ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდეც ასე თამაშობდა. მათი უკანა ხაზი ძალიან ძლიერია. დაკარგეს სპინაცოლა, რომელსაც მეც 6 თვე ვერ გამოვიყენებ. ახლა მის ნაცვლად ემერსონი ითამაშებს, რომელიც კარგი და გამოცდილი ფეხბურთელია, თუმცა სპინაცოლა საოცრად გამოიყურებოდა. ჟორჟინიო შემადგენლობას წარმოუდგენელ სტაბილურობას ანიჭებს, ბარელა, ვერატი, ლოკატელი, გუნდში დიდი ნიჭია. ტექნიკური პერსონალი კარგადაა დაკომპლექტებული, მანჩინის გარშემო არიან მეგობრები ხანგრძლივი გამოცდილებით. ვიალი, ორიალი, ლომბარდო, ისინი შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნიან. დღეს სპინაცოლას ვესაუბრე და მითხრა თუ რამდენად თავდაჯერებულები არიან ეს ბიჭები. არ ვამბობ, რომ ისინი 100%-ით ფინალში ითამაშებენ. დიდ პატივს ვცემ ესპანეთს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ისეთივე ძლიერი ნაკრებია, როგორიც იტალია. თუმცა, მათ აქვთ თამაშის გარკვეული სტილი და როდესაც ყველაფერი მათი სურვილისამებრ ხდება, მეტოქის დასჯა შეუძლიათ. ეს ევროპის ჩემპიონატის ფინალის რემატჩს ჰგავს, როცა ესპანეთმა იტალია გაანადგურა, ხალხი ელოდა, რომ იტალიელები მოიგებდნენ,'' - მოურინიოს სიტყვებს Football Italia ციტირებს.
ევრო 2020-ის ნახევარფინალში იტალიის ეროვნული ნაკრები ესპანეთს შეხვდება. მატჩი სამშაბათს, 6 ივლისს, ,,უემბლიზე'' გაიმართება.

სხვა სტატიები