Belive

"თქვენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს არ თამაშობთ" - რა უთხრა დეშამმა გუნდს შესვენებაზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საკმაოდ დრამატული გამოდგა. პირველი ტაიმის შემდეგ, არგენტინა ძალიან დამაჯერებლად მოქმედებდა მოედანზე და საფრანგეთ აშკარად დაჯაბნა. ეს ყველაფერი ანგარიშზეც აისახა. სამხრეთ ამერიკელები შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

ბუნებრივია, რომ ამ ყველაფრით დიდიე დეშამი ძალიან უკმაყოფილო იქნებოდა და ეს მის სიტყვებშიც ჩანს:

"ბიჭებო, თქვენ აქ არ ხართ! ერთი ორთაბრძოლაც კი ვერ მოიგეთ! იცით რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის? ის, რომ თქვენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს არ თამაშობთ, ისინი კი ამას აკეთებენ."

როგორც ჩანს, დეშამის ამ სიტყვებმა ფეხბურთელებზე დიდი გავლენა იქონია, რადგან მათ მატჩში დაბრუნება შეძლეს და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანეს. ექსტრა ტაიმში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს და საბოლოოდ საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც არგენტინამ მოიგო.

სხვა სტატიები