Belive

თქვენ არასდროს იქნებით მარტო - ჰილსბოროს ტრაგედიას კლოპი ემოციურად გამოეხმაურა (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰილსბოროს ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 15 აპრილს, ჰილსბოროს სტადიონზე მომხდარ ტრაგედიას "ლივერპულის" 96 გულშემატკივარი ემსხვერპლა. მერსისაიდული გრანდის მფლობელები, სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები, მომსახურე პერსონალი და ფანები ჰილსბოროს მემორიალთან წოველ წელს იკრიბებიან და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. გამონაკლისია ჰილსბოროს ტრაგედიის 31-ე წლისთავი - კორონავირუსის პანდემიის გამო, "ლივერპულის" ფანები მემორიალთან ვერ შეიკრიბებიან. "ჩვენი კლუბისათვის დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დაგეგმილი გვქონდა, რომ ყველა ერთად "ენფილდზე" შევკრებილიყავით და დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივი მიგვეგო - სამწუხაროდ ეს შეუძლებელია. ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც ამ წუთასაა შესაძლებელი ერთმანეთის გამხნევება და ერთმანეთის გვერდში დგომაა. მერწმუნეთ, თითოეული თქვენგანი ჩვენს ფიქრებში ხართ. თქვენ ხართ ჩვენს ფიქრებში, თქვენზე ვლოცულობთ და რაც მთავარია - თქვენ გაქვთ ჩვენი სიყვარული. თქვენ არასდროს იქნებით მარტო", - აღნიშნა იურგენ კლოპმა.

ასევე იხილეთ: “ჰილსბოროს ტრაგედია” – რა მოხდა შეფილდში 31 წლის წინ?

სხვა სტატიები