ტომას ტუხელის კეთილმა ქმედებამ მოსამსახურე ქალის ცხოვრება შეცვალა
ტომას ტუხელმა თავის მოსამსახურე ქალბატონს პარიზში სახლი უყიდა და შვილის ოპერაციაც დაუფინანსა.
"პარი სენ-ჟერმენის" მწვრთნელად მუშაობის ორწლიან პერიოდში, ტუხელმა და მისმა ოჯახმა დამლაგებელი დაიქირავა, რომელიც დამატებით საათებსაც მუშაობდა. როგორც აღმოჩნდა ქალბატონს თავისი შვილის ოპერაციის ხარჯების დაფარვა სურდა, რომელსაც გულის სერიოზული პრობლემა აწუხებდა.
როდესაც გერმანელ მწვრთნელს მისმა მეუღლემ სიტუაციის შესახებ აცნობა, ტუხელმა ჩეკს ხელი უყოყმანოდ მოაწერა.
თუმცა ეს ყველაფერი არ იყო. "პსჟ-ს" თავკაცად მუშაობის ბოლო კვირების განმავლობაში, თანამდებობიდან გათავისუფლებამდე, გერმანელი მოახლეს ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ ოცნება ჰქონდა ფილიპინებში სახლი ჰქონოდა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ტომასმა ეს სურვილიც აუხდინა ქალბატონს.
გასულ წელს, ტუხელის "ჩელსიმ" ნახევრად პროფესიონალურ გუნდთან "ვეიმუთთან" ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელიც 13:0 მოიგო. შეხვედრის შემდეგ, ტუხელი მოედანზე დარჩა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს რჩევებს აძლევდა.
Thomas Tuchel giving the Weymouth players advice after the friendly vs Chelsea. Class act 💙 pic.twitter.com/JlLkVa6vIs
— Felix (@FelixJohnston_) August 16, 2021
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა მწვრთნელმა, "ჩელსიში" მოღვაწეობის დროს, ჩემპიონთა ლიგისა და სუპერ თასის მოგება შეძლო.