Belive

თენგიზ სულაქველიძე: "ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ნებისმიერ გუნდში ითამაშებს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტის" ეთერში, "დინამო თბილისის" ლეგენდარული თაობის ვეტერანმა ნახევარმცველმა, თენგიზ სულაქველიძემ სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა, მათ შორის საქართველოს ნაკრებში მიმდინარე სიახლეებსა და 20 წლის ტალანტზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე.
"სანიოლის ხელში ჩვენმა ნაკრებმა განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა. ვერც წარმოვიდგენდი, ამ გუნდს ამდენი თუ შეეძლო. შვედეთთან და ესპანეთთან წასაგები თამაშები არ იყო. მინიმუმ სამი ქულა უნდა გვქონოდა. გამიხარდა, რომ ჩვენი ნაკრები მხოლოდ დაცვაში არ თამაშობს. პროგნოზის გაკეთება რთული იყო – ვერ გაიგებდი, ვინ ვის მოუგებდა. ეს მისასალმებელია. მწვრთნელმა მცირე დროში ფეხბურთელები სწორად შეარჩია და ეტყობა, რომ ზურაბ ხიზანიშვილის სახით კარგი ასისტენტიც აღმოაჩნდა. კვარაცხელიამ, მთავარია, ტრავმა არ მიიღოს, თორემ ისეთი მონაცემები აქვს, დარწმუნებული ვარ, ევროპის ნებისმიერ მაღალი დონის გუნდში ითამაშებს", - თქვა თენგიზ სულაქველიძემ.
65 წლის ვეტერანი მცველი "დინამოში" 1978-88 წლებში თამაშობდა და საბჭოთა კავშირის თასისა და უეფას თასების მფლობელთა თასის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები