Belive

თელავს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბ "თელავს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, კახურ გუნდს გიორგი მიქაძე უხელმძღვანელებს. 41 წლის სპეციალისტი გუნდში ბესიკ აბულაძეს შეცვლის, რომელიც რევაზ გოცირიძის წასვლის შემდეგ მთავარი ყოფილი ფეხბურთელი, 39 წლის სერგი ორბელაძე იმუშავებს, მეკარეების მწვრთნელი კი 44 წლის ლევან აბაშიძე იქნება. გიორგი მიქაძეს კარიერის განმავლობაში "ზესტაფონში", მარტვილის "მერანი", საქართველოს 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში უმუშავია, ბოლოს კი "სამტრედიას" თავკაცობდა, რომელშიც 2020 წლის სეზონის ნახევარი გაატარა და გუნდს ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა. "თელავს" 13 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო, მეათე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები