ეროვნული ლიგა: XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
3 წლის წინ
ფეხბურთი
5 წთ

მეთოთხმეტე ტურის შედეგები

სატურნირო მდგომარეობა
14 ტურის შემდეგ ცხრილში მდგომარეობა უცვლელია. ორი "დინამო" კვლავინდებურად თანაბარი ქულებით ლიდერობს, თუმცა ევროზონისთვის მებრძოლი სხვა გუნდები გამოკვეთილ ფავორიტებს უფრო დიდი სხვაობით ჩამორჩნენ, გორის "დილას", "საბურთალოს" და "ლოკომოტივს" შესაბამისად 22 და 21-21 ქულა აქვთ, მაშინ, როცა თბილისური და ბათუმური კლუბების მონაგარი უკვე 31-31 ქულაა. რაც შეეხება გასავარდნ ზონას, აქედან თავის დაღწევას ქუთაისის "ტორპედო" ცდილობს, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და 13 ქულით მეშვიდე ადგილზე აღზევდა. ქუთაითურებს ოთხით კიდევ ერთი იმერული კლუბი, "სამტრედია" ჩამორჩება, ბოლო პოზიციაზე კი 8 ქულის მქონე "თელავი" იმყოფება. ბოლო ორ ხსენებულ გუნდს უკანასკნელი ორი მატჩი წაგებული აქვს, იქამდე ორი კი ფრედ დასრულებული.
სტატისტიკა
უცვლელია ბომბარდირთა დავის ლიდერი. "დინამო თბილისის" სერბ თავდამსხმელს, ზორან მარუშიჩს, რომლის აქტივშიც 7 გოლია, პირველობას ჯერჯერობით ვერავინ ეცილება. მასთან ყველაზე ახლოს მოსახელე კლუბის ფორვარდი, გიორგი ფანცულაია და იური ტაბატაძე არიან, რომლებმაც უკვე 6-6 ბურთის შეგდება მოახერხეს. ფანცულაია თანაგუნდელ ჯაბა ჯიღაურთან ერთად საგოლე გადაცემებშიც ლიდერობს (4), ისევე როგორც მათი გუნდის კარის დარაჯი, ლაზარე კუპატაძე კარის ყველაზე მეტჯერ მშრალად შემნახველ გოლკიპერებს შორის (7).
მეთოთხმეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
მეკარე: მაქსიმე ქვილითაია (“სამგურალი”). მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე ("დინამო ბათუმი"), საბა ხვადაგიანი, დავით კობოური (ორივე “დინამო თბილისი”), ომარ პატარკაციშვილი (“სამგურალი“). ნახევარმცველები: ულად-ომარ იმრანი (“ლოკომოტივი”), მილან რადინი, (“დინამო თბილისი”), ვლადიმერ მამუჩაშვილი (“დინამო ბათუმი”). თავდამსხმელები: ფადი ზიდანი (“ტორპედო”), გიორგი ფანცულაია (“დინამო ბათუმი”), სერგო კუხიანიძე ("სამგურალი"). მწვრთნელი: შოთა ბაბუნაშვილი (“ტორპედო”). განლაგება: 4-3-3. ტურის საუკეთესო ფეხბურთელი: ვლადიმერ მამუჩაშვილი ("დინამო ბათუმი").
- სიმბოლური გუნდი
- შოთა ბაბუნაშვილი
- ნიკოლოზ პატარკაციშვილი
- საბა ხვადაგიანი
- ფადი ზიდანი
- სერგო კუხიანიძე
- მილან რადინი
- წყალტუბოს სამგურალი
- ულად-ომარ იმრანი
- გიორგი ფანცულაია
- გრიგოლ ჩაბრაძე
- ქობულეთის შუქურა
- ქუთაისის ტორპედო
- დავით კობოური
- მაქსიმე ქვილითაია
- ვლადიმერ მამუჩაშვილი
- დინამო ბათუმი
- თელავი
- საბურთალო
- დინამო თბილისი
- ეროვნული ლიგა
- თბილისის ლოკომოტივი
- სამტრედია
- გორის დილა