Belive

The Times: ლივერპული და ბაიერნი გრავენბერხის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულსა" და "ბაიერნს" შორის რაიან გრავენბერხის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება შედგა. აღნიშნულ ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, მერსისაიდელები გრავენბერხის სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

ახალგაზრდა ნიდერლანდელი ვარსკვლავი "ბაიერნს" გასულ ზაფხულს შეუერთდა, თუმცა, გუნდში თავის დამკვიდრება გაუჭირდა. ბუნდესლიგის გასულ სეზონში გრავენბერხი სასტარტო შემადგენლობაში სამჯერ აღმოჩნდა - მიმდინარე სეზონში კი მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

მეტი სათამაშო დროისა და პრაქტიკის გამო, "ბაიერნის" დატოვება გრავენბერხსაც სურს. გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელი "ლივერპულში" სამედიცინო შემოწმებას 1 სექტემბერს გაივლის, რის შემდეგაც მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში "ლივერულმა" განსაკუთრებით იაქტიურა. ნახევარდაცვის გასაძლიერებლად იურგენ კლოპმა მაკ'ალისტერი, შობოშლაი და ენდო შეიძინა - გრავენბერხი კი ნახევარდაცვის მე-4 ახალწვეულია.

სხვა სტატიები