The Sun: ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნად 35 ათას ფუნტამდე დახარჯეს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა აღნიშნეს და დაახლოებით 35 ათასი ფუნტი დახარჯეს. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯეიმს მედისონი, ჯეკ გრილიში, ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი, ჯუდ ბელინგემი და ლუკ შოუ მათი გუნდის წარმატების შემდეგ, ღამის კლუბს ეწვივნენ.
როგორც The Sun-ი წერს, ფეხბურთელები კლუბში მყოფ გულშემატკივრებს სასმლითაც გაუმასპინძლდნენ.
ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში იტალიას 3:1 მოუგო და ტურნირის საგზური გაიფორმა.