Belive

The Guardian-მა ვახტანგ სალია საუკეთესო ტალანტებს შორის დაასახელა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

17 წლის ქართველი ფეხბურთელი, ვახტანგ სალია, The Guardian-მა 2007 წელს დაბადებულ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელებს შორის დაასახელა. "შემდეგი თაობა 2024: 60 საუკეთესო ტალანტი მსოფლიო ფეხბურთში" - ასე ჰქვია სტატიას, რომელშიც ბრიტანული გამოცემა სალიას იმედისმომცემ ფეხბურთელად ახასიათებს.

საქართველომ, ბოლო წლებში, შემტევი ტიპის ფეხბურთელების საბადოს რეპუტაცია მოიპოვა და როგორც ჩანს, მათ კიდევ ერთი ვარსკვლავი ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი 20 წლის ასაკს გადასცდნენ, გამოჩნდა სალია, რომელსაც ქართული ფეხბურთის მომავალს უკავშირებენ და არცთუ უსაფუძვლოდ. თავდამსხმელმა ამ სეზონში, მშობლიური კლუბის, "დინამო თბილისის" პირველ მატჩში გაიტანა გოლი, გახდა ყველაზე ახალგაზრდა გამტანი ლიგის ისტორიაში და შემდეგ ორ თამაშშიც შეაგდო და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ფლობს საუკეთესო შემტევი მოთამაშის ყველა თვისებას - ტექნიკურად ნიჭიერია, აქვს ფეთქებადი აჩქარება და გოლის ალღო. ალბათ, კიდევ უფრო შთამბეჭდავია მისი ხედვა. მისი სტივენ ჯერარდის მსგავსი შორ მანძილზე პასი, აქცევს გამორჩეულ გუნდურ მოთამაშედ - თვისება, რომელიც გამოირჩევა მის ასაკში. 21-წლამდელთა სანაკრებო დებიუტი მას 16 წლის ასაკში ჰქონდა. კლუბი მას ხშირად იყენებს გარემარბის ან ცრუ 9-ის პოზიციაზე. - ვკითხულობთ სტატიაში

"ნიუკასლი" სამომავლო პერსპექტივაში დინამოსგან 17 წლის სალიას ყიდვას აპირებს. უკვე არსებობს სიტყვიერი შეთანხმება თბილისის დინამოს, ნიუკასლსა და თავად ფეხბურთელს შორის. სალიას დებიუტი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში უკვე შედგა და მან უეფას კონფერენს ლიგის შესარჩევ მატჩში გოლიც გაიტანა.

სხვა სტატიები