Belive

The Analyst | სუპერკომპიუტერმა საქართველოს შანსები გამოთვალა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სუპერკომპიუტერმა ევრო 2024-ის F ჯგუფის პროგნოზები შეადგინა, სტატიას Analyst აქვეყნებს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები, თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიის ნაკრებ გუნდებთან ერთადაა.

საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ისტორიაში პირველად იასპარეზებს დიდ საერთაშორისო ტურნირზე, ასევე ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დებიუტი აქვს ტურნირზე.

საქართველოს ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელმაც ტურნირის კვალიფიკაცია ჯგუფში უარყოფითი გოლების სხვაობის (-6) დაფიქსირების შემდეგ მოიპოვა, მათ ჯგუფში ხუთიდან მე-4 ადგილი დაიკავეს, სადაც ესპანეთი, შოტლანდია ნორვეგია მონაწილეობდნენ. საბოლოოდ საქართველოს ეროვნული გუნდი პლეი ოფში ერთა ლიგის მეშვეობით მოხვდა, სადაც ფინალში საბერძნეთი დაამარცხა.

მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ისტორიაში პირველი ფრანგი იქნება, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე უცხო ქვეყანას წვრთნის.

საქართველოს ნაკრების მხრიდან მთავარი საფრთხე ხვიჩა კვარაცხელია იქნება, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე ნაყოფიერი მოთამაშე იყო (4 გოლი, 1 საგოლე პასი). "ნაპოლის" გარემარბმა ბელგიელ ჟერემი დოკუსთან ერთად ყველაზე მეტი დრიბლინგი შეასრულა (44).

Analyst-ის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელში სუპერკომპიუტერმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯგუფიდან გასვლას 37.2% მაჩვენებელი დაუწერა.

ჯგუფში უპირობო ფავორიტი პორტუგალიის ეროვნული ნაკრებია 93.6%-ით, მათი ზოგადად ფინალამდე მისვლის შანსი კი 9.2%-ია.

სხვა სტატიები