Belive

თავდამსხმელის პოზიციაზე ბარსელონას მთავარი სატრანსფერო სამიზნე ობამეიანგია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' პიერ-ემერიკ ობამეიანგის დაბრუნება სურს. ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კატალონიელებისთვის ლონდონის ,,ჩელსის'' თავდამსხმელი ,,ცხრიანის'' პოზიციაზე მთავარი სამიზნეა. გუნდი ეძებს ფეხბურთელს, რომელსაც შეუძლია, რომ რობერტ ლევანდოვსკის კონკურენცია გაუწიოს.

ასევე, ,,ბარსელონას'' სიაში ,,ლივერპულის'' ფორვარდი, რობერტო ფირმინოცაა, რომელსაც ,,მერსისაიდელებთან'' კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

ობამეიანგის ტრანსფერით რამდენიმე იტალიური და გერმანული გუნდიც ინტერესდება, თუმცა თავად ფეხბურთელს კატალონიურ კლუბში სურს თამაში.

მიმდინარე სეზონში გაბონელის ანგარიშზე ,,ჩელსის'' მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები