Belive

ბარსელონა ვოიცეხ შჩესნის დამატებითაა დაინტერესებული

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლონელმა მეკარემ, ვოიცეხ შესნიმ კარიერის დასრულების შესახებ უკვე გამოაცხადა, თუმცა სიტუაცია შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს, რადგან "ბარსელონა" მის დამატებაზე ფიქრობს. ცნობილია, რომ კატალონიელები პოლონელისთვის, ხელფასის სახით, წელიწადში 3 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს ვარაუდობენ. შეთანხმება დასასრულისგან ჯერ შორსაა, რადგან თავად მეკარეს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

შესნის გადაწყვეტილებაზე მოქმედებს ისიც, რომ ფეხბურთში დაბრუნების შემთხვევაში, მას "იუვენტუსისთვის" 2 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს (სრული ანაზღაურების ნაწილი).

ბარსელონას პირველმა მეკარემ, ტერ შტეგენმა მუხლზე უმძიმესი დაზიანება მიიღო და გერმანელს მთელი სეზონი გაუცდება. ბარსა ახლა შემცვლელის ძიებაშია, მათ შორის, კატალონიელებს საკუთარი თავი კლაუდიო ბრავომ და კეილორ ნავასმაც შესთავაზეს.

სხვა სტატიები