Belive

"თანამედროვე ფეხბურთის კერპი და ხატი გავხდი" - ნეიმარის თამამი განცხადება 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა ნეიმარმა თავის პიროვნულ და პროფესიონალურ თვისებებზე ისაუბრა. "მე ძალიან მამაცი ადამიანი ვარ, ჩემი უდიდესი ღირსება სიმამაცეა. თუმცა, ახლა ძნელი სათქმელია, რას ხედავენ ადამიანები ჩემში. ბავშვობაში ეს ადვილი იყო. ყველა ასაკობრივ ჯგუფში მე არ ვიყავი უღიმღამო ბიჭი, ყოველთვის ვთამაშობდი ტოპ კატეგორიებში. ამან პოპულარობა მომიტანა ქალაქ სანტოსში. მაშინ ეს უფრო ადვილი იყო, ახლა კი უფრო ძნელია და მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. მჯერა, რომ თანამედროვე კერპი, ფეხბურთის ხატი გავხდი. ახლა მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ვარ. ძალიან ვამაყობ, რომ აქ ვარ და ასევე ძალიან ვამაყობ, რომ კერპად მიმიჩნევენ. მიხარია, რომ მაფასებენ იმ ყველაფრის გამო, რაც ამ სფეროში გავაკეთე. იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებ საფეხბურთო სამყაროს გაოცებას", - თქვა ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა. 28 წლის შემტევმა ამ სეზონში 13 შეხვედრაში 10 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები