ბარსელონა VS ინტერი | კატალონიელები რევანშის ასაღებად ემზადებიან
"ბარსელონამ" გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლო და ახლაც იგივე საფრთხის წინაშე დგას. კატალონიელები ჯგუფში მესამე ადგილს იკავებენ და "ინტერს" სამი ხოლო, "ბაიერნს" 6 ქულით ჩამორჩებიან. აქედან გამომდინარე, დღევადნელ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ესპანელთათვის ძალზედ მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ კატალონიელები მაისის შემდეგ, საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულან. "ბარსელონა" "ინტერთან" შეხვედრას გამარჯვებით ხვდება. ლა ლიგაში ხავის გაწვრთნილმა გუნდა "სელტა", პედრის გოლით, 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა.
სერია ა-ში "უდინეზესთან" და "რომასთან" მარცხის შემდეგ, "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში მეორე ადგილიც გაიმყარა. სიმონე ინძაგის გუნდი "ბაიერნს", სულ რაღაც, სამი ქულით ჩამორჩება. მილანელები "კამპ ნოუზე" ბოლო სტუმრობისას მასპინძლებთან დამარცხდნენ.
"ბარსელონას" ლაზარეთიდან საკვანძო მოთამაშე ფრენკი დე იონგი დაუბრუნდა. მაგრამ, ანდრეას კრისტენსენი, ჰექტორ ბელერინი, რონალდ არაუხო, მემფის დეპაი და ჟულ კუნდე კვლავ ტრავმირებულნი არიან. მოსალოდნელია, რომ ხავი "სელტასთან" მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებებს შეიტანს. დიდი ალბათობით უსმან დემბელე, ანსუ ფატი, სერხი რობერტო და ერიკ გარსია სასტარტო თერთმეტეულში გამოჩნდებიან.
რაც შეეხება "ინტერს", რომელუ ლუკაკუ გამოჯანმრთელდა, თუმცა, სრული მატჩის სათამაშოდ მზად არ არის. ბელგიელ ფორვარდს კუნთის ტრავმა აწუხებდა.
მატჩი ბარსელონაში "კამპ ნოუზე" გაიმართება და თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.