ყოფილი თანაგუნდელი ნგოლო კანტეზე გულისამაჩუყებელ ისტორიას იხსენებს
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნგოლოს ჩემს დაბადების დღეზე დავურეკე და ვთხოვე, რომ მოსულიყო, რადგან პატარა წვეულებას ვაწყობდი. რამდენიმე ხანში კი იგი შოკოლადის დიდი კოლოფით მოვიდა, უეცრად ყველას შერცხვა. კანტემ საჩუქრისთვის ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მან არ იცოდა თუ რა უნდა ეჩუქებინა იუბილარი ადამიანისთვის, რადგან იგი პირველად იყო მიწვეული დაბადების დღეზე".შეგახსენებთ, რომ ნგოლო კანტე ფრანგულ "კაენში" 2013-2015 წლებში თამაშობდა, სადაც 75 მატჩი ჩაატარა და გოლით თავი 4-ჯერ გამოიჩინა.