Belive

ტიაგო სილვამ ჩელსის მმართველები გააკრიტიკა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გუშინ "ჩელსისა" და "რეალ მადრიდს" შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, სადაც ლონდონელები დამარცხდნენ. ორი შეხვედრის ჯამში "ბლანკოსმა" მოწინააღმდეგეს 4:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზეც გავიდა.

მატჩის შემდეგ ტიაგო სილვამ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და კლუბის მმართველებიც გააკრიტიკა.

"კლუბისთვის ახლა რთული პერიოდია: მფლობელების შეცვლა, ახალი ფეხბურთელების მოსვლა. გასახელის ზომა უნდა გავზარდოთ, რადგან მთელი გუნდი უკვე ვეღარ ვეტევით. ამას დადებითი მხარეც აქვს. გუნდში საოცარი ფეხბურთელები მოდიან, თუმცა, ყოველთვის იქნებიან მოთამაშეები, რომელიც სათამაშო დროით უკმაყოფილონი იქნებიან. იმის თქმა მინდა, რომ ვიღაც ყოველთვის იქნება ნაწყენი. მწვრთნელს მხოლოდ 11 ფეხბურთელის არჩევა შეუძლია. იანვარში რვა ახალი მოთამაშე დავიმატეთ. ეს უნდა შეწყდეს და სტრატეგია შევცვალოთ. ამ სეზონში 4 მწვრთნელი გამოვიცვალეთ და ვერცერთმა შეძლო ჩვენი ფორმის გამოსწორება. დღეს ლამპარდის ხელმძღვანელობის ქვეშ დავმარცხდით. ყველა მთავარი მწვრთნელის შეცვლაზე საუბრობს. ჩვენ უნდა გავიაზროთ დაშვებული შეცდომები და მათ გამოსწორებას ვეცადოთ." - განაცხადა ტიაგო სილვამ.

სილვას კომენტარს გამოეხმაურნენ გულშემატკივრებიც და ბრაზილიელს მხარი დაუჭირედს.

"აი როგორ გამოიყურება ნამდვილი ლიდერი. ტოდ ბოელი მეტ შეცდომას ფიზიკურად ვეღარ დაუშვებს.

"ოოოო.. ეს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუა. შეუძლია ტოდის ეგოს ამას გაუმკლავდეს?"

"ტიაგოს ეს კომენტარი ნებისმიერ ჟურნალისტურ ნამუშევარს ჯობია. მის სახეზე ტკივილი ნათელია. კლუბის მთავარი ფიგურა გამოდის და ამბოს, რომ გუნდში დიდი პრობლემებია. - წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.

ლონდონელები მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად გამოიყურებიან. მათი შედეგები, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე შიდა ჩემპიონატშიც გულშემატკივრისთვის მიუღებელია. 31 ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგაში "ჩელსიმ" 39 ქულა მოაგროვა და მე-11 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები