Belive

"თამაშის შეფასება არ მინდა, ეს გაუმართლებელია" - დინამოელებმა მატჩი შეაფასეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისი" კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "პაიდესთან" შინ 2:3 დამარცხდა. კლუბის ისტორიაში მორიგი არასასიამოვნო მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთეს კაპიტანმა, ანრი მექვაბიშვილმა და დავით სხირტლაძემ.
"თამაშის შეფასება არ მინდა - ამ შედეგს გამართლება არ აქვს. ქომაგს ბოდიში უნდა მოვუხადოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ. ესტონეთიდან აუცილებლად გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ. სხვა სცენარი არც განიხილება," - ამბობს ესტონური გუნდის კარში გატანილი გოლის ავტორი - თავით სხირტლაძე.
"არ შეიძლება ასე თამაში და სამწუხაროდ ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ. ვალდებულები ვართ ეს ეტაპი გადავლახოთ. გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. 1 კვირის თავზე სახლში შემდეგი ეტაპის საგზურით უნდა დავბრუნდეთ," - "დინამო თბილისის" კაპიტანი, ანრი მექვაბიშვილი.

სხვა სტატიები