ჩემპიონთა ლიგის წინ: დინამო თბილისმა ორი ლეგიონერი დაიმატა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, "დინამო თბილისმა" ორი ლეგიონერი დაიმატა.
საქართველოს მოქმედ ჩემპიონს 2 ახალწვეული ჰყავს: კოტ-დ’ივუარელი გარემარბი, 21 წლის მუსა სანგარე და 20 წლის კამერუნელი ნახევარმცველი იოზეფ იენჯოკი.
ამ ორივე ფეხბურთელთან საქართველოს 19-გზის ჩემპიონმა 2+2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"დინამო თბილისი" უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 ივლისს ითამაშებს და ყაზახეთის ჩემპიონ "ასტანას" სტუმრად დაუპირისპირდება - საპასუხო მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე", 19 ივლისს გაიმართება.