Belive

ტევესი: ,,კატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდი ყურადღებით არ მიყურებია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კარლოს ტევესმა, განაცხადა, რომ ლეო მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება არ მიულოცავს:

,,კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდი ყურადღებით არ მიყურებია, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების ბევრი თამაში ვნახე, რადგან ეს გუნდი ძალიან მომეწონა.

მესისთვის არ მიმიწერია, მისი მობილური, ალბათ, აფეთქდებოდა. ძალიან მიხარია, რომ ჩემმა შვილებმა მისი გოლები აღნიშნეს,'' - მესის სიტყვებს Marca ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მესიმ მატჩში დუბლი გაიფორმა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები