ფინალისიმა 2026 - სად და როდის ჩატარდება მატჩი?
ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მოქმედი ჩემპიონების - ესპანეთისა და არგენტინის დაპირისპირება ზაფხულში უნდა შემდგარიყო, თუმცა გადატვირთული კალენდრის გამო, ფინალისიმა გადაიდო და ახლახან დადასტურდა, რომ შეხვედრა 2026 წლის 28 მარტს გაიმართება.
ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია თუ სად ჩატარდება მატჩი. ესპანური მედიის ცნობით, ფიფას მესვეურთა ფავორიტი კატარის Lusail Stadium-ია, სადაც არგენტინის ნაკრებმა 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
ლუსაილის გარდა, კანდიდატთა შორის კიდევ რამდენიმე ქალაქი, მათ შორის მაიამი და ერ-რიადიც სახელდება.
ფინალისიმას მოქმედი გამარჯვებული არგენტინის ეროვნული ნაკრებია - ალბისელესტემ 2022 წელს უემბლიზე იტალიას 3:0 მოუგო.
The 2026 Finalissima between Spain and Argentina is set to be staged at the Lusail Stadium in Qatar according to Marca 👀🇶🇦
— OneFootball (@OneFootball) October 13, 2025
Lionel Messi and Co. have some very fond memories of playing at that stadium 🏟️🏆 pic.twitter.com/wCDTLWcl3w