Belive

ტერ შტეგენის ტრავმა ძალიან მძიმეა | გერმანელ ფეხბურთელს მინიმუმ 9 თვე გაუცდება

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგა 1-ის მე-6 ტურის შეხვედრაში "ბარსელონამ" "ვილიარეალი" 1:5 გაანადგურა, მაგრამ მატჩში კატალონიელებისთვის სამწუხარო რამ მოხდა, პირველი ტაიმის მიწურულს ბარსელონელთა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმა მიიღო.

32 წლის გერმანელი მეკარე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთის დროს მინდორზე უხერხულად დაეშვა და მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, ამის შემდეგ რა თქმა უნდა ტერ შტეგენის შეცვლა გახდა საჭირო, მაგრამ ეს თავისი ფეხით ვერ შეძლო და საკაცით გაიყვანეს.

"ბარსელონას" კარის დარაჯის ტრავმა პირველადი ინფორმაციით მუხლის მყესის დაზიანებაა, რაც 9 თვით ფეხბურთისგან ჩამოშორებას გულისხმობს. როგორც ესპანური გამოცემებისგან ვიგებთ მისთვის სეზონი დასრულებულია.

ბარსელონას ტრავმების სია მატულობს, მიღებული ტრავმის შემდეგ ტერ შტეგენი შეუერთდა რონალდ არაუხოს, ანდრეას კრისტენსენს, მარკ ბერნალს, ფრენკი დე იონგს, გავის, ფერმინ ლოპესს და დანი ოლმოს.

სხვა სტატიები