Belive

ტერ შტეგენის ჯოჯოხეთი გრძელდება

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ჟირონას 33 წლის მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, ბარსელონას დატოვებისა და ჟირონაში გადასვლის შემდეგ, მორიგი ტრავმა მიიღო და მინიმუმ 3-4 თვეს იუქმებს.

ბარსელონადან 2 კვირის წინ იჯარის წესით ჟირონაში განათხოვრებული 33 წლის მეკარე, გარდა იმისა რომ ცუდ ფორმაშია, დამატებით ტრავმას-ტრავმაზე იღებს.

ესპანურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ თუ ტერ შტეგენს დიდი პერიოდი გაუცდება, ჟირონა მზად არის, რომ იგი ბარსელონაში დააბრუნოს, რაც საკმაოდ რეალურია.

ტერ შტეგენმა ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო, რამაც შესაძლოა მყესის პრობლემებიც გამოიწვიოს. გამოკვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ექიმები არ გამორიცხავენ, რომ 33 წლის გერმანელს ქირურგიული ჩარევა დასჭირდება. აქვე ცნობილი ხდება, რომ ტრავმის სირთულის მიხედვით ჟირონა მას ბარსელონაში დაბრუნებას უპირებს.

შეგახსენებთ, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ბარსელონადან უთამაშებლობის გამო გაანათხოვრეს, რადგან მას მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებში თამაში სურს, თუმცა მან მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა ჟირონას შემადგენლობაში და კვლავ ტრავმა მიიღო...

სხვა სტატიები