Belive

დიდი დანაკლისი პლეიოფისთვის | შვედეთის ნაკრების მცველი მუნდიალზე ვეღარ ითამაშებს

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

შვედეთის ნაკრების ცენტრალური მცველი, ისაკ ჰიენი, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს. მიზეზი ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთის ტრავმაა, რომელიც მან იაპონიასთან ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში მიიღო. ინფორმაციას შვედეთის ფეხბურთის ასოციაცია ავრცელებს.

შვედები 32 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ და ტურნირის შემდეგ ეტაპზე ორგზის ჩემპიონს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, სადაც ისინი საუკეთესო მესამეადგილოსნების რეიტინგით გავიდნენ. უმნიშვნელოვანეს დუელში 27 წლის ფეხბურთელი მთავარი მწვრთნელისთვის, გრემ პოტერისთვის, ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

"ისაკმა მარცხენა ბარძაყის არეში ისეთი სიმძიმის ტრავმა მიიღო, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს", - ამბობს გუნდის ექიმი, იონას ვერნერი.

ბერგამოს ატალანტას ცენტრალური მცველის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ტუნისს აჯობა (5:1), ნიდერლანდებთან დამარცხდა (1:5) და იაპონიასთან ფრედ ითამაშა (1:1). სკანდინავიელებმა 1/16-ფინალური ეტაპის მატჩი 1 ივლისს უნდა გამართონ.

სხვა სტატიები