ტექნოლოგიური რევოლუცია ფეხბურთში - სიახლეები საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიცდება
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
FIFA-ს საფეხბურთო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დირექტორმა იოჰანეს ჰოლცმიულერმა აღნიშნა: "ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მონაცემთა ამ ახალ წყაროზე წვდომამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს თამაშზე გადაწყვეტილების მიღების პროცესების ოპტიმიზაციისა და ობიექტურობის გაზრდაზე. თუმცა, ჩვენ მხოლოდ განვითარების დასაწყისში ვართ და შესაძლო გამოყენების შემთხვევები საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს, რათა შევაფასოთ შესაძლებლობები საბოლოო განხორციელებამდე".FIFA-ს სურვილია, რომ აღნიშნული სიახლე, 2022 წლის განმავლობაში წარმატებულად გამოიცადოს და ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს და მას შემდეგ ფეხბურთში სრულფასოვნად დაინერგოს. "არისტოკრატები" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამოსვლას 9 თებერვალს ნახევარფინალური ეტაპიდან დაიწყებენ, ტურნირის ფინალური მატჩი 12 თებერვალს შედგება.