Belive

ტეო ერნანდესი: ,,ფინალის მოსაგებად ბევრს ვიმუშავებთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, ტეო ერნანდესმა, მაროკოსთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ეს დაუჯერებელია, ზედიზედ ორ ფინალში თამაში წარმოუდგენელი გრძნობაა. კარგად ვიმუშავეთ, თუმცა ეს რთული იყო.

ვიცით, რომ არგენტინასთან შესანიშნავი მატჩი გველის და ფინალის მოსაგებად ბევრს ვიმუშავებთ. ჩემს ძმაზე ბევრს ვფიქრობ და იმედია, ჩვენთან ერთად იქნება,'' - განაცხადა ერნანდესმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მაროკოს 2:0 მოუგო. მატჩში ანგარიში სწორედ ტეო ერნანდესმა გახსნა.

მუნდიალის ფინალში დეშამის გუნდის მეტოქე არგენტინა იქნება. მატჩი კვირას, 19:00 საათზეა, ჩანიშნული.

სხვა სტატიები