Belive

დეშამი: ,,სინანული ახლა უფრო დიდია, ვიდრე 0:3 რომ წაგვეგო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ისაუბრა:

,,სინანული ახლა უფრო დიდია, ვიდრე 0:3 რომ წაგვეგო, მაშინ სალაპარაკო არაფერი იქნებოდა. ერთი საათის განმავლობაში ვერ შევძელით ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ შემდეგ, სიმამაცე, ოსტატობა და ენერგია გამოვავლინეთ.

ადრეული შეცვლები იმიტომ გავაკეთე, რომ კმაყოფილი არ ვიყავი, ვფიქრობდი, რომ უკეთ შეგვეძლო. ეს არ ნიშნავს, რომ შეცვლილი მოთამაშეები სხვებზე მეტად დამნაშავეები არიან. სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩვენი ძლიერი მხარეები ვერ წარმოვაჩინეთ. ძალიან რთული სიტუაციიდან გამოვძვერით, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა,'' - განაცხადა დეშამმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მუნდიალის გამარჯვებული ისტორიაში მესამედ გახდა. ლეო მესიმ მატჩში დუბლი გაიფორმა.

სხვა სტატიები