Belive

ტენ ჰაგმა ლისანდრო მარტინესს კლუბში დაბრუნებისკენ მოუწოდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერიკ ტენ ჰეგმა აღიარა, რომ ზუსტად არ იცის თუ, როდის დაბრუნდება ლისანდრო მარტინესი "მანჩესტერ იუნაიტედში". მაგრამ, მან განაცხადა, რომ ეს რაც შეიძლება მალე უნდა გააკეთოს.

"ის კვლავ არგენტინაში ზეიმობს. მე მესმის, რომ ეს ძალიან ემოციურია. საკუთარი ქვეყნისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება დიდი მიღწევაა, თუმცა, მარტინესმა უნდა იცოდეს, რომ 27-ში პრემიერ ლიგა ბრუნდება. ჩემპიონატი მალე იწყება და ყველანი მზად უნდა ვიყოთ."

მანჩესტერელთა თავკაცმა რაფაელ ვარანის შესახებაც ისაუბრა:

"რა თქმა უნდა, ვარანი იმედგაცრუებულია, მაგრამ მას შეუძლია იამაყოს იმით, რომ ფინალში ითამაშა. ნამდვილად საამაყოა ის, რაც მან კარიერაში უკვე მიაღწია.იუხედავად მარცხისა, მას მაინც შეუძლია იამაყოს. ფინალში გასვლა დიდი მიღწევაა."

"წითელი ეშმაკები" მოედანს 27 დეკემბერს "ნოტიმგემის" წინააღმდეგ უბრინდებიან. აღნიშნული შეხვდრა 23:55 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები