Belive

ტენ ჰაგი: "ბაიერნის დაჩაგვრა შეგვიძლია და ეს ამ სეზონში არაერთხელ დავამტკიცეთ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

12-13 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართება. მეექვსე ტურის ერთ-ერთი მთავარი და ცენტრალური მატჩი მანჩესტერში შედგება, სადაც "მანჩესტერი" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ბაიერნს" პლეი-ოფის საგზური გარანტირებული აქვს, ხოლო "წითელ ეშმაკებს" ჯგუფიდან გასასვლელად გერმანული გრანდის დამარცხება და "კოპენჰაგენი" - "გალათასარაის" მატჩში ფრე ჰყოფნის. იმ შემთხვევაში თუ "მანჩესტერი" "ბაიერნს" დაამარცხებს, ხოლო ჯგუფის სხვა დაპირისპირებაში მატჩი ფრედ არ მორჩება, "წითელი ეშმაკები" ჯგუფში ჩარჩებიან.

უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ინგლისური გრანდის თავკაცმა - ერიკ ტენ ჰაგმა, საკუთარი კლუბის შანსები შეაფასა.

"დიახ, ურთულესი მატჩი იქნება როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად, თუმცა მატჩის ყველანაირი განვითარებისთვის მზად ვართ და სულმოუთქმელად ველოდებით თამაშის დაწყებას.

მერე რა, რომ ჩვენს წინააღმდეგ "ბაიერნია", რომელიც მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება. ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ნებისმიერი მოწინააღმდეგე. ხვალ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ ეს შეგვიძლია.

გაიხსენეთ ჩვენი თამაში "ჩელსისთან" და "ევერტონთან", თუნდაც "გალათასარაის" წინააღმდეგ. ამ გუნდს ნამდვილად შეუძლია მაღალ დონეზე თამაში... დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ". - ერიკ ტენ ჰაგი

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში, განვლილი 5 ტურის შემდეგ 13 ქულით "ბაიერნი" ლიდერობს, მეორე-მესამე პოზიციას "კოპენჰაგენი" და "გალათასარაი" 5-5 ქულით იყოფენ, ხოლო ბოლო ადგილზე 4 ქულით "მანჩესტერ იუნაიტედი" იმყოფება.

"მანჩესტერისა" და "ბაიერნის" დაპირისპირება 12 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე შედგება.

სხვა სტატიები