Belive

Telemundo: "პიკემ და შაკირას ძმამ მაიამიში იჩხუბეს..."

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილი მცველი - ჟერარდ პიკე, რამდენიმე დღის წინ მის შვილებთან ერთად მაიამიში დასასვენებლად გაემგზავრა, სადაც პიკესა და შაკირას შორის დაპირისპირება გაგრძელდა.

View this post on Instagram

A post shared by La Mesa Caliente (@lamesacaliente)

ცნობილი ესპანურ-ამერიკული არხის "Telemundo"-ს რეპორტიორის - ვერონიკა ბასტოსის ინფორმაციით, მაიამიში ჟერარდ პიკესა და შაკირას ძმას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელშიც პოლიცია ჩაერია.

კატალონიელი ძვირადღირებულ სასტუმროში დარჩა და შვილებთან, მილანთან და საშასთან ერთად აუზზე ისვენებდა, შემდეგ კი რესტორანში წავიდნენ, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, კოლუმბუელი მომღერლის - შაკირას ძმა შეხვდა, რის შემდეგაც დაძაბული საუბარი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

"Telemundo"-ს ინფორმაციით, გასულ შაბათ-კვირას პიკესა და შაკირას შორის საუბარი შედგა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა, ამის გამო კი ინიციატივა შაკირას ძმამ - ტონინომ გამოიჩინა და მისი და დაიცვა.

თუმცა უნდა ითქვას ის ფაქტიც, რომ მაიამის პოლიცია ამ დროისთვის ცნობილ ფეხბურთელსა და შაკირას ძმის ჩხუბის ფაქტს არ ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟერარდ პიკე მაიამიში სახლის შეძენას გეგმავს, რადგან მის შვილებთან უფრო ახლო და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს.

სხვა სტატიები