Belive

შესაძლოა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ რაჰიმ სტერლინგი დასაჯოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ტოტენჰემთან" მოგებულ შეხვედრაში, სადაც რაჰიმ სტერლინგმა თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ფეხბურთელი არც ისე კარგად მოიქცა. "ჩელსის" ოფიციალურმა TikTok გვერდმა კოულ პალმერის გოლის მომენტი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ სტერლინგი გულშემატკივრის მიმართულებით გაურკვეველ ნივთს ისვრის.

Daily Mail-თან საუბრისას FA-ს სპიკერმა განაცხადა, რომ კლიპს განიხილავენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით მსგავსი ქმედების გამო რიშარლისონი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 25 000 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდა.

რაჰიმ სტერლინგს წინ სანაკრებო პაუზა ელის. ბოლო დროს "ჩელსის" შვიდიანს "სამ ლომში" მოხვედრა უჭირს. ინგლისის ნაკრებს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მალტისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ იასპარეზებს.

სხვა სტატიები