ტედესკო: ,,მიკვირს, რომ აკრიტიკებენ, ლუკაკუ ბოლო 10 წელია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკომ, რომელუ ლუკაკუზე ისაუბრა:
,,ჩვენ ვისაუბრეთ, თუმცა, არ მქონია იმის შთაბეჭდილება, რომ მას ეს სჭირდებოდა. რომელუ მენტალურად ძალიან ძლიერია.
იცით, მიკვირს, რომ მას აკრიტიკებენ... ლუკაკუ ბოლო ათი წელია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ამაში ეჭვი აბსოლუტურად არ მეპარება,'' - განაცხადა ტედესკომ.
დღეს ბელგიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს.
გასულ სეზონში ლუკაკუმ ,,ინტერის'' მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.