Belive

"თავდასხმებს ემატება სიძულვილი და სიტყვიერი ძალადობა" - ლა ლიგის მსაჯების წერილი

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგა 1-ის 24-ე ტურის შეხვედრაში "რეალ მადრიდი" "ოსასუნას" დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 39-ე წუთზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი დაფიქსირდა, სადაც მთავარმა მსაჯმა ხოსე ლუის მუნუერა მონტერომ შეურაცხყოფისთვის ჯუდ ბელინგემი გააძევა, ამას გარდა კი მან რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილებაც მიიღო, რამაც მადრიდის "რეალის" გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია.

მატჩის შემდეგ მსაჯის მიმართ ბევრი შეურაცხმყოფელი ქმედება განხორციელდა, რაზეც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და მსაჯთა ტექნიკური კომიტეტმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს:

ჩვენ, პროფესიონალ მსაჯებს, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი აბსოლუტური უარი იმ თავდასხმებზე და მუქარებზე, რომლებსაც ჩვენი კოლეგა ხოსე ლუის მუნუერა მონტერო იღებს სოციალური ქსელების მეშვეობით და რაც გავლენას ახდენს როგორც მასზე, ასევე მის ოჯახზე.

ამ თავდასხმებს ემატება სიძულვილი და სიტყვიერი ძალადობა, რომლითაც ყოველ შაბათ-კვირას პროფესიული სამუშაოს შესრულება გვიწევს და რომელიც, უფრო მეტ შემთხვევაში ფიზიკურ ძალადობაში გადადის - RFEF

სხვა სტატიები