Belive

რეალის მესამე ფორმა და დაფარული წარწერა საყელოს ქვეშ

4 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

'ლოს ბლანკოსმა' 2025/26 წლების სეზონის საშინაო და გასვლითი ფორმები კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე წარადგინა, თუმცა მესამე ფორმა ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოები აჩვენებს, რომ ვინისიუს ჟუნიორი ახალი ფორმის მოდელს წარმოადგენს, რომელსაც ხაბი ალონსოს გუნდი მომდევნო თვეებში ჩაიცვამს. adidas-ის მიერ დამზადებული ფორმა სამეფო ლურჯი ფერისაა, ქსოვილზე დიაგონალური ნიმუშებით. ელეგანტურ ფორმას ასევე მადრიდის მემკვიდრეობის ხელშესახები ელემენტები აქვს.

ფორმაზე ცნობილი ციტატა იქნება გამოსახული, რომელიც გამარჯვებულთა მემკვიდრეობას პატივს მიაგებს. საყელოს შიგნით ნაქსოვია ციტატა, რომელიც კლუბის ლეგენდამ, გარდაცვლილმა ხუანიტომ გახადა ცნობილი: "ბერნაბეუზე 90 წუთი ძალიან დიდი დროა".

ეს ლეგენდარული გამონათქვამი რეალის 'თილისმად' იქცა მას შემდეგ, რაც ხუანიტომ პირველად ის 40 წელზე მეტი ხნის წინ გამოიყენა, რათა თავისი გუნდი 'ქამბექისთვის' საჭირო შთაგონებით აევსო.

1985 წელს, უეფას თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში, რეალმა სტუმრად ინტერთან 2:0 წააგო. ბერნაბეუზე საპასუხო მატჩის წინ, ხუანიტომ ზემოთ აღნიშნული წინადადებით მიმართა გუნდს და ამან ნამდვილად გაამართლა. ლოს ბლანკოსმა შინ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა (3:0), დაამარცხა ინტერი, ორი მატჩის ჯამში 3:2, შემდეგ კი ტურნირიც მოიგო. დღეს უკვე აღარავის უკვირს, რომ ბერნაბეუმდე ნებისმიერი ანგარიშით მოგება, არაფრის გარანტიას იძლევა, რეალმა ეს ბოლო წლებშიც მრავალჯერ დაამტკიცა.

სხვა სტატიები