Belive

TasteAtlas-მა ევრო 2024-ის მონაწილეთა ტრადიციული კერძების რეიტინგი გამოაქვეყნა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

TasteAtlas-მა, რომელიც არომატების მსოფლიო ენციკლოპედიაა, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე თითოეული ქვეყნის ტრადიციული კერძების რეიტინგი გამოაქვეყნა და ისევე გაანაწილა ჯგუფებში, როგორც რეალურად ნაკრებები არიან დალაგებული.

TasteAtlas აერთიანებს ტრადიციული კერძების, ადგილობრივი ინგრედიენტებისა და ავთენტური რესტორნების მსოფლიო რუკას, რომელსაც 10 000-ზე მეტი სახეობის საკვები და სასმელი აქვს დაფიქსირებული. გამოცემის რეიტინგში უმაღლეს შეფასებას მხოლოდ ქართული 'ხაჭაპური', იტალიური 'ბოლონეზე' და სლოვაკური 'ბრინძას დუმპინგი' იმსახურებს. სლოვაკური ტრადიციული კერძი მზადდება ბრინძასგან (ცხვრის რძის ძლიერი ყველი), რომელიც შეიცავს ნაღების სოუსსა და დამარილებულ შემწვარ ბეკონს.

TasteAtlas-ის მიხედვით, ჩამოთვლილი 3 კერძის შეფასება 4.5-ია, რაც 24 ნაციონალურ კერძს შორის უმაღლესი ქულაა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი (F) ჯგუფი ყველაზე ძლიერია, თურქული 'ქაბაბი' და ჩეხური კერძი ხაჭაპურს მხოლოდ 0.1 ქულით ჩამორჩება.

ყველა ქვეყნის ნაციონალური კერძის რეიტინგი:

View this post on Instagram

A post shared by TasteAtlas (@tasteatlas)

სხვა სტატიები