ქართველი ფეხბურთელების შეფასება უკრაინასთან მატჩში
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მიმდინარე ერთა ლიგაზე, პირველი შეხვედრა წააგო. B დივიზიონის პირველი ჯგუფის მესამე შეხვედრა პოზნანში გაიმართა, ნომინალურმა მასპინძელმა უკრაინამ, ჩვენს ნაკრებს, მიხაილო მუდრიკის მიერ პირველ ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო.
შეხვედრაში არ ყოფილა ბევრი სახიფათო მომენტი, თამაშის ხარისხს დაღი მოედნის საფარის ცუდმა მდგომარეობამაც დაასვა, ფეხბურთელებს ხშირად უცურავდათ ფეხი და უჭირდათ ბურთის ტექნიკურად მიღება. ჩვენს ჯგუფში ჩეხეთმა ალბანეთი დაამარცხა (2:0) და ახლა ჩეხებსაც, ისევე როგორც ჩვენ 6 ქულა აქვთ.
მომდევნო ტურში, 14 ოქტომბერს, საქართველო მიხეილ მესხზე ალბანეთს მიიღებს, ჩეხეთი კი უკრაინას დაუპირისპირდება. დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო, ჩვენს ნაკრებს გიორგი ქოჩორაშვილი დააკლდება.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება sofascore-ისა და whoscored-ის მიიხედვით:
გიორგი მამარდაშვილი (6.6) (6.0)
ლუკა ლოჩოშვილი (6.4) (5.8); გურამ კაშია (7.1) (7.0); ლაშა დვალი (6.7) (6.4); გიორგი გველესიანი (6.9) (6.2);
ოთარ კაკაბაძე (6.7) (6.9)
ოთარ კიტეიშვილი (7.1) (6.6); გიორგი ქოჩორაშვილი (6.8) (6.5); გიორგი ჩაკვეტაძე (6.8) (6.3)
ხვიჩა კვარაცხელია (6.9) (6.2) გიორგი მიქაუტაძე (6.8) (6.3)