"თამაშისთვის მზად უნდა ვიყოთ და ამაზე პასუხისმგებლობა მე უნდა ავიღო" - ერიკ ტენ ჰაგი
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ იუნაიტედი საკუთარ არენაზე ბორნმუთთან გამანადგურებელი სხვაობით 0:3 დამარცხდა.
ანგარიში მე-5 წუთზე დომინიკ სოლანკემ გახსნა. მეორე ტაიმის 68-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა ფილიპ ბილინგმა, ხოლო მესამე გოლი მარკოს სენესმა 73-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ მანჩესტერის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა მედიასთან კომენტარი გააკეთა
ყველა თამაშში საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო საკუთარი თავი, მატჩზე სრულად ფოკუსირებული უნდა იყო. როცა ისე დაიწყებ, როგორც ჩვენ დავიწყეთ დღევანდელ მატჩში აუცილებლად დაისჯები. ისინი ნამდვილად კარგი მეტოქეები არიან, მაგრამ ჩვენ უკეთესად უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ვიცით, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია და ჩვენ ეს ამ კვირაშიც ვაჩვენეთ ჩელსისთან მატჩში.
ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ძალიან კარგი თამაში ბევრ მოწინააღმდეგესთან, ამის გაკეთება შეგვიძლია, აუცილებელია, რომ ყოველ თამაშში უკეთესი იყო.
მე რაღაც განსხვავებულს ველოდი. ვფიქრობდი, რომ შეგვეძლო ჩელსის შედეგზე დაყრდნობა. მაგრამ, როგორც ვფიქრობდი არ გამართლდა.
მე მესმის, რომ ყველა იმედგაცრუებულია, როგორც ჩვენ, მაგრამ უკეთესად უნდა ვითამაშოთ და ეს ვაჩვენოთ ყველა თამაშში - არ გვქონდეს დიდი განსხვავებები თამაშიდან თამაშამდე. თამაშისთვის მზად უნდა ვიყოთ და ამაზე პასუხისმგებლობა მე უნდა ავიღო.
ვფიქრობ, მეორე გოლის შემდეგ გუნდი ფსიქოლოგიურად დაეცა. რწმენაც დაიკარგა. ეს არ შეიძლება რომ მოხდეს. - ერიკ ტენ ჰაგი