Belive

ტაბატაძის საგოლე პასები - კადისი ესპანეთის თასის მე-2 რაუნდშია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა დელ რეის პირველ რაუნდში კადისმა მურსია სტუმრად 3:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა იური ტაბატაძემ, რომელმაც მოედანზე გატარებულ 75 წუთში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ქართველმა ფეხბურთელმა როჯერ მარტის პირველ და 69-ე წუთებზე გაატანინა.

ტაბატაძე კადისში შესანიშნავ სეზონს ატარებს - 26 წლის შემტევს 10 შეხვედრაში 4 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა.

  • კოპა დელ რეის მოქმედი გამარჯვებული ბარსელონაა, რომელმაც გასულ სეზონში რეალი დამატებით დროში დაამარცხა.