სვენ ულრაიხის შვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ბაიერნის მეკარემ, სვენ ულრაიხმა, შვილის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. როგორც გერმანელი წერს, მისი 6 წლის შვილი, ლენი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა:
,,დიდი მწუხარებით გვინდა გამცნოთ, რომ ჩვენი ვაჟი, ლენი, რამდენიმე კვირის წინ, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ამის საჯაროდ თქმა ჩვენთვის წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ ეს ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა საზოგადოებას არსებული სიტუაცია ვამცნოთ. ჩვენს ქალიშვილთან ერთად, ახლა ვცდილობთ, ცხოვრებას ეტაპობრივად დავუბრუნდეთ. განსაკუთრებული მადლობა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ბაიერნს, ბოლო რამდენიმე თვეში გამოვლენილი დიდი მხარდაჭერისთვის.'' - წერს ულრაიხი
36 წლის მეკარემ ბოლო დროს პირადი მიზეზების გამო ბაიერნის რამდენიმე მატჩი გამოტოვა. 29 ივლისს ულრაიხმა რეკორდმაისტერთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა.