Belive

სვენ-გორან ერიქსონმა განაცხადა, რომ სიმსივნე აქვს და მაქსიმუმ 1 წელი იცოცხლებს.

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი შვედი, 75 წლის მთავარი მწვრთნელი, სვენ-გორან ერიქსონი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი შიშობს, რომ მას საუკეთესო შემთხვევაში ერთი წელი რჩება მას შემდეგ, რაც მას ტერმინალური სიმსივნეს დიაგნოზი დაუსვეს.

სვენ-გორან ერიქსონი 2001 წლიდან 2006 წლის ჩათვლით ინგლისი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. სწორედ მან გაწვრთნა ინგლისის ნაკრების "ოქროს თაობა" 2002 და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე.

გარდა ინგლისის ნაკრებისა, ერიქსონს ისეთ დიდ კლუბებში უმუშავია, როგორებიცაა: "ბენფიკა"; "რომა"; "ფიორენტინა"; "ლაციო"; "მანჩესტერ სიტი"; მექსიკის ეროვნული ნაკრები და "ლესტერი".

ერიქსონი 1999-2000 წლებში სერია ა-ს წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, სწორედ მაშინ, როდესაც იგი დედაქალაქურ კლუბ "ლაციოს" წვრთნიდა. გარდა ამისა, შვედი თავკაცი 2001 წელს BBC-ს ვერსიით წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, ხოლო 2007 წელს პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

ერიქსონის განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში მისმა ყოფილმა კლუბებმა დიდი განცხადებები გაავრცელეს, სადაც 75 წლის თავკაცს გამძლეობა და გამოჯანმრთელება უსურვეს.

სხვა სტატიები