სვენ-გორან ერიქსონი ლივერპულის ლეგენდების გუნდს გაუძღვება
23 მარტს, "ენფილდზე" "ლივერპულისა" და "აიაქსის" ლეგენდების დაპირისპირება გაიმართება. მერსისაიდული გრანდის სამწვრთნელო შტაბში კი ინგლისელთათვის ისეთ საკულტო სპეციალისტს ვიხილავთ, როგორიცაა: სვენ-გორან ერიქსონი. ერიქსონთან ერთად, სამწვრთნელო შტაბი იან რაშმა, ჯონ ბარნსმა და ჯონ ოლდრიჯმა დააკომპლექტეს.
"საფეხბურთო კლუბი "ლივერპული" მოხარულია გაცნობოთ, რომ სვენ-გორან ერიქსონი "აიაქსის" წინააღმდეგ გასამართ საქველმოქმედო მატჩში, "ლივერპულის" ლეგენდების სამწვრთნელო შტაბის წევრი იქნება" - აღნიშნულია მერსისაიდული გრანდის ოფიციალურ განცხადებაში.
We are delighted to confirm Sven-Goran Eriksson will be part of the #LFCLegends management team for the game against Ajax Legends at Anfield 🔴
— Liverpool FC (@LFC) February 13, 2024
More info: https://t.co/qzBKmm4Htd pic.twitter.com/xsWr4KYUKf
ისტორია დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო, როდესაც შვედმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სიმსივნის გამო, სულ ერთი წლის სიცოცხლე დარჩა. მან ასევე თქვა, რომ მთელი ცხოვრება "ლივერპულს" გულშემატკივრობდა და ყოველთვის უნდოდა, "მერსისაიდელთა" მწვრთნელი ყოფილიყო. "ლივერპულის" დადებითმა პასუხმაც არ დააყოვნა და შვედი სპეციალისტი ცხოვრებისეულ ოცნებას 23 მარტს აიხდენს.